Monday 17 January 2011

ის - მე ვხედავ მზეს

ფილმების ყურებაში გვიან ღამემდე შემოვრჩი კომპიუტერთან და დილით ღრმა ძილში წასულს მესიჯის ხმამ გამომაფხიზლა(ტელეფონი ყურთან მედო:)), რათქმაუნდა ეგრევე დამეღრიჯა სახე და თითები საგინებელი მესიჯის დასაწერად გავავარჯიშე, მაგრამ ჰოი საოცრებავ დავხედე თუარა გამომგზავნს მაშინვე სიამოვნების კორიანტელი და სიყვარულის ქარცეცხლი ამოვარდა ჩემს პატარა ოთახში. ის კი გამიკვირდა, სულ დამჯდარ მობილურზე ზარი როგორ შემოვიდა? ხოდა რამნიშვნელობა აქვს, როგორ  შემოვიდა მთავარია, რომ შემოვიდა და მე დღეს მას ვნახავ. ვნახავ და ამით სიცოცხლეს კიდე უფრო გავიხანგრძლივებ(მგონი აღარასოდეს მოვკვდები:)). დღეს კი ის ჩემი მზეა და არამარტო დღეს. :)

3 comments:

  1. რა კარგიაა <3 მიხარია შენი ამბები :)

    p.s. მეც მინდა ასეთი მზე მაღვიძებდეს :X

    ReplyDelete
  2. მეც :-)
    (მოკლედ,არ ვაცალეთ ადამიანს ბედნიერება :-D)

    ReplyDelete
  3. ის ვნახე ე.ი. აღარ მოვკვდები. :)

    ReplyDelete