Thursday 13 January 2011

სეზონის გახსნა - მე ვხედავ მზეს

გახდა13 იანვარი და ვხსნი სეზონს. გადავხედე "თამაშში" მონაწილე ბლოგერების ბლოგებს და ვნახე რომ ჯერ არავის დაუწყია პოსტვა. მაშასადამე დავიწყე!

დღეს მეორე დღეა რაც ახალ სამსახურში მივედი და ამ პოსტსაც სამსახურში "ვაცხობ". საინტრესო ხალხი გავიცანი და რომ არა ჩემი მეორე სამსახურის დროსთან შესათავსებელი პრობლემები, სიამოვნებით ვივლიდი ყოველდღე. მიუხედავდ იმისა, რომ ხელფასი დიდი არ არის მაინც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმიანობას.......საქმიანობას კი შევუდექი, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მიყვარს ჩემი პირველი სამსახური, მიყვარს ჩემი  გეოლოგია და ამ საქმით ვღებულობ დიდ სიამოვნებას. ამიტომ ავდექი და წამოვედი.
ჰო ჰოო.. ზუსტად ეგრე ავდექი და წამოვედი, ისე რომ ჯერ ნორმალურად მისულიც არ ვიყავი. :))) არაუშავს ჩემს შემცვლელს იპოვნიან, ისკიარა ისიც გავიგე შემდეგ, რომ მაგ დღეს კიდე სამი თანამშრომელი წამოსულა მაგ სამსახურიდან და მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.

4 comments:

  1. რა ყოჩაღი ხარ :)

    მე საღამოს დავწერ პოსტს, როგორც დღის შემაჯამებელს.

    ReplyDelete
  2. თან პოსტი თან საქმე. :) იმიტომაა ასე ნაწილ–ნაწილ რო ვდწერ.

    ReplyDelete
  3. წარმატებები... ყველგან და ყველაფერში ^_^

    ReplyDelete
  4. თენქიუ. მცირედი დაკავებულობა მქონდა და მაგ პრობლემას უმალ აღმოვფხვრი.

    ReplyDelete