Thursday 20 January 2011

ფესვები - მე ვხედავ მზეს

 Family tree
 


დიდი ხანია Family tree_ს გაკეთება მინდოდა და აი დღეს დილით სამსახურიდან დამასვენეს უამინდობის გამო და ეს დილა ჩემს ფესვებს მივუძღვენი. მართალია ჯერ არ დამიმთავრებია, მაგრამ ზოგადი სახე უკვე მივეცი, ასე რომ უკვე კარგია. აქამდე მარტო ფურცლებზე მქონდა და როგორც იქნა მივეცი ელექტრონული სახე. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ >>აქ<<

Monday 17 January 2011

ის - მე ვხედავ მზეს

ფილმების ყურებაში გვიან ღამემდე შემოვრჩი კომპიუტერთან და დილით ღრმა ძილში წასულს მესიჯის ხმამ გამომაფხიზლა(ტელეფონი ყურთან მედო:)), რათქმაუნდა ეგრევე დამეღრიჯა სახე და თითები საგინებელი მესიჯის დასაწერად გავავარჯიშე, მაგრამ ჰოი საოცრებავ დავხედე თუარა გამომგზავნს მაშინვე სიამოვნების კორიანტელი და სიყვარულის ქარცეცხლი ამოვარდა ჩემს პატარა ოთახში. ის კი გამიკვირდა, სულ დამჯდარ მობილურზე ზარი როგორ შემოვიდა? ხოდა რამნიშვნელობა აქვს, როგორ  შემოვიდა მთავარია, რომ შემოვიდა და მე დღეს მას ვნახავ. ვნახავ და ამით სიცოცხლეს კიდე უფრო გავიხანგრძლივებ(მგონი აღარასოდეს მოვკვდები:)). დღეს კი ის ჩემი მზეა და არამარტო დღეს. :)

Sunday 16 January 2011

Gothenburg - მე ვხედავ მზეს

GOTHENBURG


 გოთენბურგი ქააქი შვედეთში. სტოქჰოლმის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქია. მისი გერბი ასე გამოიყურება >>
წყარო ვიკიპედია





რაც შეეხება ჩემს შეხედულებას ამ ქალაქზე, მე ის ძალიან მომწონს და როგორც თამაშში მონაწილე ბლოგერები იტყვიან ხოლმე დღეს ის ჩემი მზეა და გეტყვით, რომ სიამოვნებით გავატარებდი აგვისტოს შვებულებას ამ ქალაქში.
 აი ასეთი უბრალო მომწონს, არაფრით განსაკუთრებული.

Saturday 15 January 2011

ბლოგერული ვოიაჟი მე ვხედავ მზის ფარგლებში

ავდექი და ყველა კონკურსანტს ვესტუმრე. აღმოჩნდა რომ უმრავლესობა მდედრია(თუ სწორად მივხვდი). ეს ცუდი არ არის, მაგრამ არც კარგია. სულ ნამცხვრებითა და ტკბილეულით გაივსეს კუჭები(პოსტები). ამიტომ თქვენს ჯინაზე ავდექი და "დოყელო" კაფენტები მივირთვი, იმდენი რომ ბევრი.
უფრო დეტალურად კი რაც შეეხება თამაშში მონაწილე ბლოგერებსა და მათ დადებით პოსტებს, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა ყველა მათგანმა. ზოგს ნახატი ახარებს, ზოგს შვილი, ზოგ  მათგანს ნამცხვრები, ზოგს მეგობრები და ზოგსაც თავად მზე. ასე რომ მეც გადმომედო მათი ემოცია და გავიხარე ამ შუაღამისას.

თეონეს ბლოგზე გავუშვი ილუშა და უკვე მეასედ ვატრიალებ პლასტინკას :)

მე ვიყავი თქვენთან და თქვენ ბრძანდებოდით აქანეე?  იმედი მაქვს მოაგნებთ. :)

Thursday 13 January 2011

სეზონის გახსნა - მე ვხედავ მზეს

გახდა13 იანვარი და ვხსნი სეზონს. გადავხედე "თამაშში" მონაწილე ბლოგერების ბლოგებს და ვნახე რომ ჯერ არავის დაუწყია პოსტვა. მაშასადამე დავიწყე!

დღეს მეორე დღეა რაც ახალ სამსახურში მივედი და ამ პოსტსაც სამსახურში "ვაცხობ". საინტრესო ხალხი გავიცანი და რომ არა ჩემი მეორე სამსახურის დროსთან შესათავსებელი პრობლემები, სიამოვნებით ვივლიდი ყოველდღე. მიუხედავდ იმისა, რომ ხელფასი დიდი არ არის მაინც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმიანობას.......საქმიანობას კი შევუდექი, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მიყვარს ჩემი პირველი სამსახური, მიყვარს ჩემი  გეოლოგია და ამ საქმით ვღებულობ დიდ სიამოვნებას. ამიტომ ავდექი და წამოვედი.
ჰო ჰოო.. ზუსტად ეგრე ავდექი და წამოვედი, ისე რომ ჯერ ნორმალურად მისულიც არ ვიყავი. :))) არაუშავს ჩემს შემცვლელს იპოვნიან, ისკიარა ისიც გავიგე შემდეგ, რომ მაგ დღეს კიდე სამი თანამშრომელი წამოსულა მაგ სამსახურიდან და მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.

Wednesday 12 January 2011

START!


სულ რაღაც საათნახევარში დაიწყება Toma_ს მიერ წამოწყებული რაღაც და ერთ თვეს გასტანს, ამის შემდეგ არ ვიცი იდეის ავტორი რას აპირებს, მაგრამ მე ალბათ გავაგრძელებ ამ უცნაური რაღაცის წერას და სულაც არ დამწყდება გული თუ არავის არ ექნება წაკითხვის სურვილი. არც ისაა გასაკვირი შემეცვალოს შეხედულება ბლოგის პირვანდელ იერსახეზე და კორექტივები შევიტანო ბლოგის შინაარსში, როგორც ეს ერთხელ უკვე შეეხო ამ კონკრეტულ ბლოგს. ასე რომ START!